British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ბიზნეს განათლების ტრანსფორმაცია საქართველოში: Georgian Business Review

April 4, 2025
ბიზნეს განათლების ტრანსფორმაცია საქართველოში: Georgian Business Review

ოდესმე დაფიქრებულხართ, რა განსაზღვრავს ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს გადაწყვეტილებებს საქართველოში? რა სტრატეგიებს იყენებენ ადგილობრივი კომპანიები ზრდისთვის, ადაპტაციისთვის და წარმატებისთვის? ბრიტანულმა უნივერსიტეტმა შექმნა Georgian Business Review — რომელიც სტუდენტებს შესაძებლობას აძლევს შეიწავლონ და გააანალიზონ ქართული კომპანიების რეალური შემთხვევები შეისწავლის და სტუდენტებს ბევრად უფრო პრაქტიკულ და მნიშვნელოვან ცოდნას სთავაზობს, ვიდრე უცხოური კორპორაციების მაგალითების სწავლაა, რომელთა გამოცდილებაც მათ არასდროს ჰქონიათ.

ეს ინიციატივა ტრადიციულ თეორიებს სცდება და რეალური ბიზნეს გარემოს ანალიზისკენ გადადის. წარმოიდგინეთ, რომ ლიდერი ქართული კომპანიების მართვის გუნდებში ხართ, განიხილავთ მათ მიერ მიღებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და იკვლევთ, რა განსაზღვრავს წარმატებას ან მარცხს. ეს მიდგომა სტუდენტებს აბსტრაქტული ცნებების ნაცვლად რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს, რაც მათ ბიზნესში ეფექტური მოქმედების საშუალებას მისცემს.

ტრადიციული ბიზნეს განათლება ხშირად გლობალურ კომპანიებზე შექმნილ შემთხვევებზეა დაფუძნებული, თუმცა ამ მაგალითებს ყოველთვის არ შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ რეალობას, ბაზრის დინამიკას და ბიზნეს კულტურას. Georgian Business Review ავსებს ამ სიცარიელეს და ყურადღებას ამახვილებს ქართული კომპანიების მაგალითებზე—მათზე, ვინც იმავე ეკონომიკურ, რეგულაციურ და კონკურენტულ გამოწვევებს აწყდება, რასაც მომავალი ქართველი ბიზნეს ლიდერები.

თეორიასა და პრაქტიკას შორის ხიდის აგება
სტუდენტები მხოლოდ ცნებებს არ იმახსოვრებენ, არამედ რეალურ ბიზნეს სცენარებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აანალიზებენ.
კრიტიკული აზროვნების განვითარება – ქართული კომპანიების შესწავლით, სტუდენტები სწავლობენ დააყენონ კითხვები, შეაფასონ რისკები და იპოვონ ინოვაციური გადაწყვეტები.
სტუდენტების მომზადება ქართული ბაზრისთვის – იმის ცოდნა, როგორ აღწევენ წარმატებას (ან რატომ მარცხდებიან) ადგილობრივი ბიზნესები, მომავალ პროფესიონალებს რეალურ, პრაქტიკულ ცოდნას აძლევს.

ამ ინიციატივით, საქართველოში ბიზნეს განათლება სრულიად ახალ ეტაპზე გადადის—ის ხდება დამოკიდებულ, დინამიური და უშუალოდ დაკავშირებული ადგილობრივი ეკონომიკის რეალობასთან. მომავალ მეწარმეებს, მენეჯერებსა თუ ბაზრის კვლევის ენთუზიასტებს ახლა აქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეისწავლონ რეალური ბიზნეს გამოწვევები და გადაწყვეტილებები.

პირველი შემთხვევები უკვე მზად არის. მოემზადეთ ქართული ბიზნესის სამყაროს ახალ პერსპექტივაში აღმოსაჩენად, ანალიზისთვის და სწავლისთვის!