British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის რეგულაცია შემოიღო

March 28, 2025
ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის რეგულაცია შემოიღო

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა მიიღო ახალი პოლიტიკა, რომელიც არეგულირებს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას აკადემიურ საქმიანობაში. ამ პოლიტიკის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის მკაფიო მითითებები AI-ის ეთიკური და პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ. უნივერსიტეტი ესწრაფვის, რომ AI-ის უპირატესობების მაქსიმალურად გამოყენების პარალელურად, შენარჩუნდეს აკადემიური კეთილსინდისიერება და უმაღლესი საგანმანათლებლო სტანდარტები.

AI-ის გამოყენების პოლიტიკა წარმოადგენს ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს AI ინსტრუმენტების გონივრულ გამოყენებას აკადემიურ სფეროში. ის ხელს უწყობს AI-ის გამოყენებას კვლევების, სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდასაჭერად, ხოლო კრძალავს არაკეთილსინდისიერ გამოყენებას, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს აკადემიურ სამართლიანობას.

პოლიტიკის მოთხოვნები ვრცელდება ბრიტანული უნივერსიტეტის ყველა სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალზე და მოიცავს AI-ის დახმარებით განხორციელებულ ყველა საგანმანათლებლო აქტივობას, მათ შორის, შეფასებას, სწავლასა და სწავლებას.

სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეუძლიათ გამოიყენონ Generative AI ინსტრუმენტები შემდეგი მიზნებისთვის:

  • ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;

  • კვლევითი პროცესის, დაგეგმვისა და ნამუშევრის შექმნის მხარდაჭერა;

  • ლიტერატურის მიმოხილვა და შესაბამისი აკადემიური მასალების მოძიება;

  • წერილობითი ნაშრომების სტრუქტურის დაგეგმვა;

  • მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია კვლევისთვის;

  • შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება და ახალი იდეების გენერირება.

გარდა ამისა, არა-generative AI ინსტრუმენტების გამოყენება დასაშვებია:

  • გრამატიკისა და მართლწერის გადამოწმებისთვის.

ნებისმიერი AI-ის მიერ გენერირებული მასალა სათანადოდ უნდა იქნას მითითებული აკადემიურ წყაროებში, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი მითითებების შესაბამისად.

პოლიტიკა კრძალავს შემდეგს:

  • AI-ის გამოყენება სრული დავალებების, ესეების ან სამეცნიერო ნაშრომების გენერირებისთვის;

  • AI-ის გამოყენება კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების ჩანაცვლებისთვის;

  • აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა, თაღლითობა ან პლაგიატი, რაც ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის პოლიტიკას.

ნებისმიერი შინაარსი, რომელიც AI-ის დახმარებით შეიქმნა, უნდა იყოს სათანადოდ მითითებული, ისევე როგორც სხვა აკადემიური წყაროები. გამჭვირვალობის დაცვა აუცილებელია აკადემიური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

უნივერსიტეტის პოლიტიკა ხაზს უსვამს AI ინსტრუმენტების შეზღუდვებს და მოუწოდებს სტუდენტებსა და თანამშრომლებს, გადაამოწმონ AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაცია სხვა სანდო წყაროების დახმარებით. AI-ს შეიძლება ჰქონდეს:

მიკერძოებული მოსაზრებები;

რთული ან ახალი კონცეფციების სრულყოფილად გააზრების სირთულე;

ბრიტანული უნივერსიტეტი მოწოდებულია აკადემიური კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების დაცვისკენ. მიუხედავად იმისა, რომ AI წარმოადგენს სასარგებლო ინსტრუმენტს, საბოლოო აკადემიური ნაშრომი უნდა ასახავდეს ავტორის