British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ბრიტანული უნივერსიტეტი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარა ოჯახებს ათრევის ხეობაში

April 16, 2025
ბრიტანული უნივერსიტეტი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარა ოჯახებს ათრევის ხეობაში

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა მესამე ვიზიტი განახორციელა ათრევის ხეობაში და დააინიცირა micro-franchise პროგრამა. ამ პროგრამაში ჩართულია სამი ოჯახი, რომელთანაც უნივერსიტეტმა ითანამშრომლა, რათა დაედგინა ის პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც ოჯახები დაიწყებენ. ამის შემდეგ, ბრიტანულმა უნივერსიტეტმა თითოეულ პროდუქტზე მოიძია და შეარჩია შესაბამისი მომწოდებლები და მიაწოდა საჭირო რესურსები ოჯახებს. ეს ინიციატივა ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას წარმოადგენს.

ბრიტანული უნივერსიტეტი გეგმავს ამ ოჯახებთან ურთიერთობის გაგრძელებას და თანამშრომლობის გაღრმავებას კვლევით კომპონენტში, რომლის ფარგლებშიც შეფასდება პროგრამის შედეგები. ასევე, ოჯახებს მიეცემათ მხარდაჭერა ფინანსური წიგნიერების ამაღლებაში, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტურად წარმართონ მეწარმეობრივი საქმიანობა და გენერირება მოგებისა.

უნივერსიტეტმა ასევე გამართა შეხვედრა დაინტერესებულ მოსახლეობასთან და წარუდგინა ხეობის განვითარების სტრატეგია. შეხვედრის დროს დაიგეგმა მომდევნო ნაბიჯები, მათ შორის ხეობაში არსებული ღირშესანიშნაობების იდენტიფიკაცია, რომლებიც შეიძლება გახდეს მისი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოსახლეობას გააცნეს micro-franchise პროგრამის შედეგები და კიდევ ერთხელ შეთავაზეს პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, რაც დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობასაც გულისხმობს.