British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

აკადემიური კონკურსი ბრიტანულ უნივერსიტეტში

July 11, 2025
აკადემიური კონკურსი ბრიტანულ უნივერსიტეტში

ბრიტანული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის

თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

ბიზნესი:

- მენეჯმენტი

- ბიზნეს ანალიტიკა

- ციფრული მარკეტინგი

პოლიტიკა

- ამერიკის საგარეო პოლიტიკა

ასოცირებული პროფესორი (4 ვაკანტური ადგილი)

ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორისთვის

ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა :

- მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. უპირატესობა

მიენიჭება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს;

- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

- ინგლისური ენის ცოდნა შესაბამისი დონეზე;

პროფესიული ნიშნით:

- დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს,

შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

- სპეციალური მომზადება – ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ.

მონაწილეობა;

- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული პუბლიკაციების ჩამონათვალი;

- ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე დონეზე.

ასისტენტ პროფესორისთვის

ასისტენტ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა :

- მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. უპირატესობა

მიენიჭება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს;

- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

პროფესიული ნიშნით

- დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს,

შესაბამის დარგში არანაკლებ 4 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

- სპეციალური მომზადება – ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ.

მონაწილეობა;

- ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება:

ა) შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

ბ) შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

გ) ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის

წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის

არანაკლებ C1 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR)

დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად;

დ) აკადემიური კონკურსის მონაწილე უფლებამოსილია, უცხო ენის კომპეტენცია

დაადასტუროს კონკურსის ფარგლებში ჩატარებული საჩვენებელი ლექციით. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი ენის სპეციალისტი.

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ:

ა. განაცხადი (იხ. დანართი 2) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი

მიმართულების, აკადემიური თანამდებობისა და შესარჩევი კრიტერიუმების (აკადემიური) მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად);

ბ. პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო

ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისად -

პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;

გ. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო თუ

დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი საქართველოს კანონმდებლობით