British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ბრიტანული უნივერსიტეტი და ICF Georgia დაპარტნიორდნენ ქოუჩინგ კულტურის განვითარებისთვის

July 4, 2025
ბრიტანული უნივერსიტეტი და ICF Georgia დაპარტნიორდნენ ქოუჩინგ კულტურის განვითარებისთვის

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა პარტნიორობა წამოიწყო International Coaching Federation-ის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობასთან. ეს სტრატეგიული თანამშრომლობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს უნივერსიტეტის მისიის განხორციელებაში — ხელი შეუწყოს ლიდერობის განვითარებას, პროფესიულ სრულყოფას და ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი მუშაობა სამ ძირითად მიმართულებაზე:

  1. ქოუჩინგ პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
    ბრიტანული უნივერსიტეტი და ICF Georgia ერთობლივად შეიმუშავებენ ქოუჩინგ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის ლიდერული, კომუნიკაციური და პროფესიული უნარების გაძლიერებას. ინიციატივა ემსახურება ისეთი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია განვითარებაზე, თანაგრძნობასა და პასუხისმგებლობაზე.

  2. ქოუჩინგის კურსი EMBA პროგრამაში
    აღმასრულებელი MBA-ის ფარგლებში დაემატება ახალი კურსი ქოუჩინგში. იგი შემუშავდება და განხორციელდება ICF-ის სერთიფიცირებული პროფესიონალების მონაწილეობით და მიზნად ისახავს მაღალი რანგის მენეჯერებისა და მომავალი ლიდერებისთვის პრაქტიკული ქოუჩინგ ინსტრუმენტების მიწოდებას — რათა გააძლიერონ გუნდური მუშაობა, სტრატეგიული აზროვნება და პირადი მდგრადობა.

  3. ერთობლივი ქოუჩინგ მომსახურება კორპორატიული კლიენტებისთვის
    ბრიტანული უნივერსიტეტი და ICF Georgia გააერთიანებენ თავიანთ რესურსებს, რათა კორპორატიულ სექტორს შესთავაზონ ქოუჩინგის ერთობლივი მომსახურება. მომსახურება მორგებული იქნება ორგანიზაციების საჭიროებებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, ლიდერების განვითარებასა და ცვლილებების მართვას თანამედროვე ქოუჩინგ მიდგომებით.

ICF Georgia-ს შესახებ
ICF Georgia არის ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. ICF წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას ქოუჩინგის პროფესიის პოპულარიზაციისა და სტანდარტების განმსაზღვრელად, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული ეთიკის დაცვასა და ქოუჩინგის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.

მომავლის ხედვა
ICF Georgia-სთან თანამშრომლობით, ბრიტანული უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ისეთი ლიდერების აღზრდას, რომლებიც ადამიანებზე ორიენტირებული ქოუჩინგ მიდგომებით შექმნიან პოზიტიურ გავლენას თავიანთ ორგანიზაციებსა და საზოგადოებაზე.