British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

სამაგისტრო პროგრამებზე მიღება - 2025-2026 აკადემიურ წელს

August 8, 2025
სამაგისტრო პროგრამებზე მიღება - 2025-2026 აკადემიურ წელს

ბრიტანული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საჯარო პოლიტიკისა და ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამებზე 2025-2026 აკადემიურ წელს. მსურველებმა 25 სექტემბრის ჩათვლით მატერიალური ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა. განცხადება ჩარიცხვის შესახებ - (დანართი 1 );

ბ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში - ბინადრობის დოკუმენტის ასლი;

გ. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტის საგამოცდო ბარათი ან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი/შესაბამისი ცნობა სსიპ -გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან;

დ) ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;

ე) ინგლისური ენის ცოდნის დონის (არანაკლებ B2 დონეზე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული ან არასრულიკურსის ინგლისურ ენაზე გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ფოტოსურათი (3X4);

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);

შენიშვნა:

  • თუ პირს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი მიღებული აქვს უცხოეთში, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს სსიპ - განათლებისხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • ამ მუხლი „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდისგან.

  • ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური ფორმით, ნოტარიულად დამოწმებული ასლის ან დედნის სახით.

მსურველები ვინც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს (არანაკლებ B2 დონე) ან ბაკალავრიატის/მაგისტრატურისსრული ან არასრული კურსის ინგლისურ ენაზე გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისი კომპეტენციის დადასტურების მიზნით, ტესტირება ჩატარდება 26 სექტემბერს. ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს - 26 სექტემბერს.

მსურველებს ასევე ჩაუტარდებათ ზეპირი გამოცდა 29 სექტემბერს. ზეპირი გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს - 29 სექტემბერს.

გთხოვთ მიმაგრებული ფაილის სახით იხილოთ სრული ბრძანება სადაც მოცუმულია სრული ინფორმაცია მიღების პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის შედეგებისგასაჩივრების თარიღები.

კითხვების შემთხვევაში დაგვირებეთ ნომერზე - 593000788, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან მეილზე - admissions@britishuni.edu.ge