British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

გადასახადი და ფინანსური მხარდაჭერა

გაეცანით ბაკალავრისა და მაგისტრატურის პროგრამების ღირებულებას.

გადასახადი და ფინანსური მხარდაჭერა

ბუკინგემის უნივერსიტეტის ვალიდირებული ბაკალავრის პროგრამების შედეგად სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ორი დიპლომი გაცილებით უფრო იაფად ვიდრე ეს გაერთიანებულ სამეფოში ღირს. ასევე, მაგისტრატურის პროგრამების გადასახადი მოიცავს საერთაშორისო სტაჟირების შესაძლებლობას.

ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ ვალიდირებული პროგრამები

ბრიტანულ უნივერსიტეტში ორი ვალიდირებული საბაკალავრო პროგრამის — ბიზნესისა და მენეჯმენტის და პოლიტიკურ მეცნიერებათა — სტუდენტები იღებენ ორ დიპლომს: ერთს ბუკინგემის უნივერსიტეტისგან (გაერთიანებული სამეფო) და მეორეს ბრიტანული უნივერსიტეტისგან.

ეს ორი დიპლომის სისტემა სტუდენტებს ანიჭებს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას სამუშაო ბაზარზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ კარიერული შესაძლებლობებით როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. ამასთან, სწავლა საქართველოში მნიშვნელოვან ფინანსურ უპირატესობას იძლევა, რადგან ის £20,000-ით (დაახლოებით 67,000 ლარი) იაფია დიდ ბრიტანეთში სწავლებასთან შედარებით, თან იმავე აკადემიური სტანდარტებისა და დიპლომის აღიარების შენარჩუნებით.

ხარჯების შედარება: სწავლა საქართველოში vs. სწავლა გაერთიანებულ სამეფოში

ხარჯი

ოთხ-წლიანი პროგრამა ბრიტანულ უნივერსიტეტში

3-წლიანი პროგრამა გაერთიანებულ სამეფოში

სწავლის გადასახადი

£24,000 (86,200 ლარი)

£48,000 (172,000 ლარი)

(£6,000 x 4 წელი)

(£16,000 x 3 წელი)

ცხოვრების ხარჯი

£24,000 (86,600 ლარი)

£38,808 (140,000 ლარი)

(21,600 GEL x 4 წელი)

(£12,936 x 3 წელი)

ჯამი

£48,000 (172,800 ლარი)

£86,808 (312,000 ლარი)

საქართველოში სწავლის შემთხვევაში, სტუდენტები შეძლებენ მიიღონ იგივე ბრიტანული დიპლომი მნიშვნელოვანი ფინანსური დანაზოგით.

ტრანსფორმაციული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

ბრიტანულ უნივერსიტეტში ლიდერობის და მეწარმეობის და ინოვაციის საბაკალავრო პროგრამები, საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების, ბრიტანეთის კვლევების, აღმასრულებელი MBA მენეჯმენტის და აღმასრულებელი MBA ფინანსების სამაგისტრო პროგრამები გამოირჩევა კონკურენტული ფასით – წლიური ღირებულება 9,850 ლარია. ეს პროგრამები უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს, გააღრმავონ ან შეცვალონ მათი კარიერული მიმართულება, მიიღონ თანამედროვე ცოდნა და უნარები ამ დინამიურ სფეროებში.

  • ლიდერობა:
    პროგრამა ამზადებს კურსდამთავრებულებს იმისთვის რომ მიიღონ ინფორმირებული და ეთიკური გადაწყვეტილებები რთულ ბიზნეს გარემოში, ეფექტურად უხელმძღვანელონ მრავალფეროვან გუნდებს, შესთავაზონ ორგანიზაციებს ინოვაციური გადაწყვეტილებები და, საჭიროების შემთხვევაში, შექმნან საკუთარი ბიზნესი.

  • მეწარმეობა და ინოვაცია:
    პროგრამა განავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარს და მეწარმეობრივ მიდგომას — ახალ იდეებზე დაფუძნებულ, კრეატიულ, ადაპტირებად და პასუხისმგებლიან რისკებზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობას. კურსდამთავრებულები შეძლებენ ამოიცნონ შესაძლებლობები, მიიღონ გამართული გადაწყვეტილებები კვლევებზე დაყრდნობით და იხელმძღვანელონ ეთიკურად როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონკურენტულ ბიზნესგარემოში — იქნება ეს საკუთარი სტარტაპის შექმნა თუ არსებული ორგანიზაციების შიგნით ინოვაციების წახალისება.

  • საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მაგისტრატურა:
    ეს პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ღრმა გააზრებას დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და პრაქტიკულ უნარებს სახელმწიფო სააგენტოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობისთვის. სტუდენტები შეიძენენ პოლიტიკის შემუშავების, მმართველობისა და ადმინისტრაციული პროცესების ცოდნას, რაც მათ საჯარო სექტორში ლიდერული როლებისათვის მოამზადებს.

  • ბრიტანეთის კვლევების მაგისტრატურა:
    ეს პროგრამა ინტერდისციპლინარულ მიდგომას იყენებს გაერთიანებული სამეფოს შესასწავლად, აქცენტით მის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ისტორიაზე და ენაზე. ის იდეალურია მათთვის, ვინც დაინტერესებულია სწავლებით, კვლევით ან კარიერით, რომელიც მოითხოვს ღრმა ცოდნას ბრიტანული კულტურისა და საზოგადოების შესახებ. ეს ხარისხი აძლიერებს სტუდენტების აკადემიურ და პროფესიულ უნარებს შესაბამის სფეროში.

  • აღმასრულებელი MBA მენეჯმენტში:
    პროგრამა ავითარებს სტუდენტების უნარებს, რათა მათ შეძლონ ადგილობრივი და გლობალური მენეჯერული გამოწვევების დაძლევა უახლესი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინოვაციების გამოყენებით.

  • აღმასრულებელი MBA ფინანსებში:
    ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებით, პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს ადგილობრივი და გლობალური ფინანსური გამოწვევების ინოვაციურად და ზუსტად გადაჭრისთვის. ეთიკისა და პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტზე ფოკუსირებით, კურსდამთავრებულები შეძლებენ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას და ფინანსური სექტორის მართვის საერთაშორისო დონეზე გაუმჯობესებას.

ამ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწალით სტუდენტები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ ფასდაუდებელ პრაქტიკულ გამოცდილებას ადგილობრივ ან საერთაშორისო სტაჟირების საშუალებით. ადგილობრივი სტაჟირება სთავაზობს საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ორგანიზაციებში პრაქტიკულ გამოცდილებას. საერთაშორისო სტაჟირების დეტალები:

  • ხანგრძლივობა: თითოეული სტაჟირება გრძელდება 1-3 თვე და მოიცავს რეალურ გარემოში პრაქტიკული სწავლის შესაძლებლობას.

  • დაფარული ხარჯები: უნივერსიტეტი დაფარავს სტაჟირების ორგანიზების ხარჯებს ორი პროგრამის სტუდენტებისთვის - ბრიტანეთის კვლევების და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამებზე, თუმცა საცხოვრებლისა და ტრანსპორტირების ხარჯები სტუდენტზეა.

ლოკაციები: სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიონ სტაჟირება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, როგორიცაა:

  • ევროპა: ლონდონი, პარიზი, მადრიდი, ბარსელონა, ლისაბონი, კრაკოვი

  • აზია: ჰონგ კონგი, ტოკიო, ბანგკოკი, სეული

ეს სტაჟირებები სტუდენტებს სთავაზობს გლობალურ პერსპექტივებს, პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობას და უნარების გაღრმავებას მრავალფეროვან კულტურულ და პროფესიულ გარემოებში, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს სამუშაო ბაზარზე.

ვაჟა ფშაველას ფონდი

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა დააარსა ვაჟა ფშაველას ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველების განათლებას, რომლებსაც ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უშლის აძლევს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლონ. ფონდი უნივერსიტეტის დაარსებისთანავე შეიქმნა და მას შემდეგ არაერთ სტუდენტს დაეხმარა, მიეღო ბრიტანული ხარისხის უმაღლესი განათლება საქართველოში, ბევრად ნაკლები ხარჯებით, ვიდრე ეს გაერთიანებულ სამეფოში იქნებოდა შესაძლებელი.

ფონდი შთაგონებას იღებს ვაჟა ფშაველას, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტის, ცხოვრებიდან. მისი ისტორია გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განათლებაში ინვესტირება. მიუხედავად მისი გამორჩეული ნიჭისა და ამბიციისა, ვაჟა ფშაველამ ვერ შეძლო სწავლა სანკტ-პეტერბურგში ფინანსური სირთულეების გამო და საქართველოში დაბრუნება მოუხდა. ეს ინიციატივა პატივს მიაგებს მის მემკვიდრეობას, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების მინიჭებით, რომლებიც თავად ვაჟას არ ჰქონდა, და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ვინ უნდა გაიაროს რეგისტრაცია?

ვაჟა ფშაველას ფონდი ეძებს განსაკუთრებულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან აკადემიური წარმატებებით, მაგრამ ფინანსური დაბრკოლებების გამო ვერ ახერხებენ უმაღლესი განათლების მიღებას. იდეალური კანდიდატი უნდა იყოს:

  • სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ან ლიდერი.

  • აკადემიური ოლიმპიადების ან შეჯიბრებების გამარჯვებული.

  • წარმატებული ინიციატივის ავტორი, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციის ან ბიზნესის შექმნა.

თუ ეს აღწერა თქვენთვის შესაფერისია, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:

განაცხადის გაგზავნა