British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

კიბერუსაფრთხოება

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ როგორც სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო ინდუსტრიის სტანდარტებთან და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

კიბერუსაფრთხოება

პროგრამის მიმოხილვა

ხანგრძლივობა:1 წელი | 2 წელი
საკრედიტო წონა:60 ECTS | 120 ECTS
დონე:მაგისტრატურა
კვალიფიკაცია:კიბერუსაფრთხოების მაგისტრი | კვლევის მაგისტრი კიბერუსაფრთხოებაში
აკრედიტაციის ნომერი:597164
სწავლების ფორმატი:სრულ განაკვეთზე
საფასური:საერთაშორისო სტუდენტები: $6,000 | ადგილობრივი სტუდენტები: 9850 GEL

პროგრამა წარმოადგენს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ბრიტანულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, რაც უზრუნველყოფს აკადემიური და ტექნოლოგიური რესურსების გაერთიანებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სასწავლო გარემოს და სტუდენტებისთვის მრავალფეროვან აკადემიურ და პრაქტიკულ შესაძლებლობებს.

პროგრამა ასევე მოიცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ISC2 სერტიფიკაციისთვის მომზადებას, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პროფესიულ სტანდარტად მიიჩნევა. აღნიშნული სერტიფიკატი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მათი ცოდნა და კვალიფიკაცია იყოს აღიარებული საერთაშორისო დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამედროვე ცოდნისა და კომპეტენციების განვითარებას, რაც მათ საშუალებას მისცემს გააანალიზონ თანამედროვე ორგანიზაციების საინფორმაციო სისტემებში არსებული მოწყვლადობები და საფრთხეები, შეიმუშაონ და დანერგონ ეფექტიანი უსაფრთხოების სტრატეგიები და შექმნან მდგრადი კიბერინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციული აქტივებისა და კრიტიკული მონაცემების დაცვას.

ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას, სტრატეგიულ აზროვნებასა და გამოყენებით კვლევას, სტუდენტები შეიძენენ უნარს გააანალიზონ რთული კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, შეიმუშაონ ინოვაციური უსაფრთხოების გადაწყვეტილებები და პრაქტიკაში გამოიყენონ ინდუსტრიის სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკები ციფრული გარემოს დაცვისათვის. პროგრამა სტუდენტებს განუვითარებს უნარებს კიბერრისკების შეფასების, დაცვის ტექნოლოგიების დანერგვისა და კიბერსაფრთხეების პირობებში ორგანიზაციის უწყვეტი ოპერირების უზრუნველყოფის მიმართულებით.

პროგრამა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პროფესიული პასუხისმგებლობის განვითარებას. კურსდამთავრებულები შეძლებენ ეფექტურად იმუშაონ მრავალდისციპლინურ გუნდებში, პროფესიულ გარემოში მკაფიოდ წარმოადგინონ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვით. ამასთან, პროგრამა ხელს უწყობს დამოუკიდებელი კვლევითი უნარების განვითარებას, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას შეისწავლონ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი გამოწვევები და წვლილი შეიტანონ ამ სფეროს ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკური პრინციპების დაცვით.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ კიბერუსაფრთხოების 1-წლიანი ან 2-წლიანი პროგრამა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამის გარკვეული ასპექტები განსხვავდება იმის მიხედვით, აირჩევს სტუდენტი 1-წლიან თუ 2-წლიან პროგრამას. 1-წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება კვალიფიკაცია — კიბერუსაფრთხოების მაგისტრი. 2-წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება კვალიფიკაცია — კვლევითი მაგისტრი კიბერუსაფრთხოებაში.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას თითოეული პროგრამის ვარიანტისთვის.

აკადემიური პერსონალი

ბრიტანული უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან, რომელთაც აქვთ როგორც დიდი სასწავლო გამოცდილება, ასევე სიღრმისეული ცოდნა თავიანთ სფეროებში. თითოეული კურსის ხელმძღვანელია პროფესიონალი, რომელიც სესიაზე რეალური სამყაროს გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს და აკავშირებს თეორიულ მასალას პრაქტიკულ მაგალითებთან. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე საჯარო მმართველობის ყველაზე აქტუალური და საჭირო ცოდნა.

გლობალური სტაჟირების პროგრამა

ჩვენი გლობალური სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობებს ორგანიზაციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ლონდონში, პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, სტოქჰოლმში, ჰონგ-კონგში, ტოკიოში, სეულში, ბანგკოკსა და კრაკოვში.

პრე-აქსელერაციის პროგრამა

სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა პრე-აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: 1) პროგრამული ინჟინერიის უნარების განვითარებას და 2) სტარტაპის განვითარებას. პროგრამული ინჟინერიის კომპონენტი მოიცავს ოთხთვიან კოდირების კურსს. სტარტაპის განვითარების კომპონენტში გამოცდილი მეწარმეები მენტორობას უწევენ სტუდენტებს პროექტის განვითარებაში.

შრომის ბაზარი

საქართველოში დინამიური შრომის ბაზარია, და ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობების პოვნაში პირველი კურსიდანვე, სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციასთან პარტნიორობის მეშვეობით.

რესურსები

პროგრამა ტარდება ბრიტანული უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსებში, რომელიც აღჭურვილია აკადემიური წარმატებისთვის საჭირო ყველა რესურსით. უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ მდიდარ ბიბლიოთეკას აუცილებელი სასწავლო მასალებით, როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატებში, სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს და სასესიო აუდიტორიებს. გარდა ამისა, სწავლის პროცესის მხარდაჭერა ხდება ონლაინ პლატფორმების (მაგალითად, Zoom და Teams) და ორივე უნივერსიტეტის სასწავლო მართვის სისტემის (კანვასი და ვიცი) მეშვეობით.