British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ბიზნესისთვის

ბრიტანული უნივერსიტეტი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოსი არსებულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გამოყენებითი კვლევის მეშვეობით. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი თანამშრომლობა აკადემიურ და ბიზნეს სექტორს შორის ხელს უწყობს მდგრად ზრდას, კონკურენტუნარიანობას და გრძელვადიან პოზიტიურ ცვლილებებს.

ბიზნესისთვის

ციფრული ტრანსფორმაციის სერვისი

დღეს მსოფლიო ახალი ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში ცხოვრობს — ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალი პროცესია. კომპანიებისთვის ეს არჩევანი აღარ არის — თუ ორგანიზაციები არ ცვლიან მომსახურებისა და პროცესების ციფრულად, ისინი კონკურენციის მიღმა დარჩებიან. ციფრული ტრანსფორმაცია ორი ძირითადი სარგებლის მომტანია: ხარჯების შემცირებადა ოპერაციული ეფექტიანობის ზრდა.

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელა შიდა პროცესების ციფრულად გარდაქმნა, რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ სერვისების ხარისხი და მასშტაბი. მაგალითად: როდესაც სოციალური მედიის არხებით ათასობით ინდივიდუალური შეკითხვა მივიღეთ, გავაცნობიერეთ, რომ 20-კაციანი გუნდი ვერ შეძლებდა მათ ხარისხიანად დამუშავებას. ეს იყო იმპულსი, რამაც დაგვაჩქარებინა ინვესტიცია ციფრულ გადაწყვეტებში.

ერთ-ერთი მთავარი ინოვაციაა AI-ზე დაფუძნებული ჩატბოტი, რომელიც პასუხობს აბიტურიენტთა და დაინტერესებული პირების შეკითხვებს უნივერსიტეტის პროგრამებზე და კურსებზე. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ რესურსი და გავაუმჯობესოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია.

ჩვენ უკვე გთავაზობთ ციფრული ტრანსფორმაციის კონსულტაციას თბილისის კომპანიებისთვის. პროცესი მოიცავს სამ ძირითად ფაზას:

  1. გაცნობა და ინსპირაცია
    ვიწყებთ პრეზენტაციით, სადაც თქვენი გუნდი გაეცნობა ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას, ჩვენს მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და პრაქტიკებს, რომლებიც შეიძლება თქვენს კომპანიაშიც ეფექტურად დანერგოს.

  2. პროცესების ანალიზი და შესაძლებლობების გამოვლენა
    შემდეგ ეტაპზე ვაანალიზებთ თქვენს მიმდინარე პროცესებს და ვადგენთ, რომელი ეტაპები საჭიროებს ავტომატიზაციას ან ოპტიმიზაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

  3. ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომელთა გადამზადება
    ვწვრთნით თქვენს თანამშრომლებს შერჩეული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში, რათა განხორციელებული ცვლილებები იყოს მდგრადი და პრაქტიკაში მოქმედი.

შედეგი?
თქვენი კომპანია შეძლებს ავტომატიზაციას, მომხმარებელთა ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციას, ადამიანური რესურსის ეფექტიან გამოყენებასა და ბაზრის ზრდას — ყოველივე ეს მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📩 ლევან გურგენიძე
✉️ levan.gurgenidze@britishuni.edu.ge

გამოყენებითი კვლევა კომპანიებისთვის

ბრიტანულ უნივერსიტეტს ჰყავს გამოცდილი მკვლევართა გუნდი, რომელიც მეცნიერული მეთოდების გამოყენებით იკვლევს იმ საკითხებს, რაც ერთი შეხედვით უხილავია, თუმცა უდიდესი პოტენციალი აქვს გავლენის მოხდენისთვის.

ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს საქართველოში სპეციალურად მათთვის მორგებულ კვლევით სერვისებს, მათ შორის:

  • ბრენდის ცნობადობის კვლევა

  • კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება

  • გზავნილების ტესტირება და აუდიტორიის ანალიზი

  • მომხმარებელთა ქცევის შესწავლა

  • კონკურენტული ანალიზი და ბრენდის პოზიციონირება

თუ გეგმავთ ახალი პროდუქტის გაშვებას, ბრენდის რეპოზიციონირებას ან უბრალოდ გსურთ უკეთ გაიცნოთ თქვენი აუდიტორია — ჩვენ დაგეხმარებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ დამოუკიდებელ კვლევებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის:

  • საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში

  • სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების ანალიზი რეგიონებში

  • უნივერსიტეტზე დაფუძნებული განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა

ჩვენ ვაერთიანებთ აკადემიურ სიზუსტესა და რეალურ საჭიროებებზე პასუხს — იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ღირებული და გამოსადეგი ცოდნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📩 ლევან გურგენიძე
✉️ levan.gurgenidze@britishuni.edu.ge