British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

პარტნიორობა Startupbootcamp Georgia-სთან

November 3, 2025
პარტნიორობა Startupbootcamp Georgia-სთან

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ოფიციალურად გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტარტაპ აქსელერატორის ბრენდთან — Startupbootcamp Georgia-სთან, რომელსაც საქართველოში Rainmaking Innovation Europe ახორციელებს.

ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ინოვაციებისა და მეწარმეობის უფრო ძლიერი ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით — რაც ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს პირდაპირ აკავშირებს გლობალურ მენტორებთან, სტარტაპ ექსპერტებთან და ვენჩურ გუნდებთან.

ხელმოწერილი მემორანდუმით მხარეები თანამშრომლობის შემდეგ მიმართულებებზე თანხმდებიან:

  • ერთობლივი სემინარები, ვორქშოფები და სასწავლო ინიციატივები

  • ღონისძიებებზე და სხვადასხვა აქტივობებზე წვდომა

  • მხარდაჭერა დემო დღეების, სტარტაპ კონკურსებისა და pitching აქტივობების მიმართულებით

ეს შეთანხმება ოფიციალურად აფიქსირებს იმ თანამშრომლობას, რომელიც უკვე დაწყებულია — მათ შორის Startupbootcamp-ის მასტერკლასებს, ქოუჩინგს და ჩვენი სტუდენტური სტარტაპ ეკოსისტემის აქტიურ მხარდაჭერას.

ბრიტანული უნივერსიტეტის მისიაა არა მხოლოდ აკადემიური განათლების მიწოდება, არამედ ისეთი ლიდერების, ინოვატორების და დამფუძნებლების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კომპანიების შექმნას საქართველოდან.

ეს პარტნიორობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი სტუდენტებისთვის — რომ ისწავლონ მსოფლიო დონის სტარტაპ ექსპერტებისგან და პირდაპირ ჩაერთონ გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაში.