BU-ს ვიცე-რექტორმა Political Tech Summit 2026-ზე ბერლინში მასტერკლასი ჩაატარა
ბერლინი, 2026 — ბრიტანული უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი განვითარების ვიცე-რექტორმა, ლევან გურგენიძემ, შაბათს ბერლინში გამართულ Political Tech Summit 2026-ზე მასტერკლასით ჩაატარა.
Political Tech Summit წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკის შემქმენელებს, პოლიტიკური კამპანიების პრაქტიკოსებს, ტექნოლოგებსა და მკვლევრებს ტექნოლოგიის, პოლიტიკისა და მოქალაქეთა ჩართულობის კვეთაზე მსჯელობისთვის. ლევან გურგენიძე ღონისძიების მონაწილეა მისი დაარსების დღიდან და აქტიურადაა ჩართული სამიტის ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარებაში.
მასტერკლასი სახელწოდებით „მაღალი ეფექტიანობის მქონე კამპანიის Funnel-ების დიზაინი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას პოლიტიკურ კამპანიებში. სესიის ფარგლებში განხილული იყო, თუ როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტებისა და ავტომატიზაციის გამოყენება ონლაინ კამპანიების ოპტიმიზაციისთვის, კონვერსიის მკაფიო მიზნების განსაზღვრისთვის და მხარდამჭერების ინფორმირებულობიდან რეალურ ქმედებამდე მიყვანისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზომვად ჩართულობას, ქცევით ანალიზს და მცირე გუნდების შესაძლებლობას — AI-ის დახმარებით მართონ მასშტაბური და პერსონალიზებული კამპანიები.
სამიტის ფარგლებში ვიცე-რექტორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტებთან და ინოვაციურ პოლიტიკურ კამპანიებზე მომუშავე პროფესიონალებთან დისკუსიებში, გაუზიარა მათ პრაქტიკული გამოცდილება და გაცვალა ხედვები AI-ზე დაფუძნებული კამპანიების დიზაინისა და ციფრული მობილიზაციის მიმართულებით.
ღონისძიებამ ასევე წარმოაჩინა საქართველოს პოლიტიკური ტექნოლოგიების ეკოსისტემის მზარდი პოტენციალი. სამიტზე წარმოდგენილი იყო ორი ქართული პოლიტიკური ტექნოლოგიური სტარტაპი — My Voice Counts და Rebut, რომლებმაც აჩვენეს ინოვაციისა და დემოკრატიული ზეგავლენის მაღალი პოტენციალი. მათი ფოკუსი დებატებსა და ხმის მიცემაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიის როლს მოქალაქეთა ჩართულობისა და მხარდამჭერთა აქტივობის ზრდაში.
ბრიტანული უნივერსიტეტი გულწრფელ მადლობას უხდის ირო ცაგარეიშვილს, Axel – Georgian Business Angel Network-ის მმართველ დირექტორს, ქართული პოლიტიკური ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერისა და სამიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი კავშირების ხელშეწყობისთვის.
ბრიტანული უნივერსიტეტი ამაყობს, რომ არის გლობალური პროფესიული საზოგადოების ნაწილი, რომელიც ავითარებს ინოვაციას ტექნოლოგიის, პოლიტიკისა და მოქალაქეთა ჩართულობისკვეთაზე, და მადლობას უხდის იოზეფ ლენტშს, ბენჟამინ ლეპლეს და Political Tech Summit-ის მთელ გუნდს ასეთი წარმატებული და შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
