British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტთა მიღების პროცესი 2025-2026 აკადემიურ წელს

British University September 2, 2025
საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტთა მიღების პროცესი 2025-2026 აკადემიურ წელს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აბიტურიენტების მიღების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებსა და თარიღებს:

რეგისტრაციის პერიოდია 1 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.

აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი ჩარიცხვის შესახებ;

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში - ბინადრობის დოკუმენტის ასლი;

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • ფოტოსურათი (3x4) მატერიალური ფორმით და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);

დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია მატერიალური ფორმით მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N92;

განაცხადის დაწერა ჩარიცხვის შესახებ შესაძლებელია უნივერსიტეტში.