ვებინარების სერია ბრიტანულ უნივერსიტეტში
ბრიტანული უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ 2026 წლის საგაზაფხულო ვებინარების სერიას — ღია საჯარო ლექციებსა და პრაქტიკულ სესიებს, რომლებიც აერთიანებს ბიზნესს, ტექნოლოგიას, პოლიტიკას, უსაფრთხოებასა და ლიდერობას. ვებინარები ჩატარდება ონლაინ ფორმატში და განკუთვნილია სტუდენტებისთვის, მენეჯერებისთვის, სტარტაპერებისთვის, საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ყველა დაინტერესებული მსმენელისთვის, ვისაც სურს თანამედროვე პროფესიული ცოდნის მიღება და პრაქტიკოს ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაცია.
Unlock AI for Supply Chain Leadership
სპიკერი: ალექს მორტიმერი
📅 13 თებერვალი | 🕓 16:00
ალექს მორტიმერი (MSc, MBA) არის გამოცდილი ბიზნესლიდერი და კომერციული დირექტორი Supply Chain Academy-ში (GB Global Group). იგი მუშაობს პროფესიული სასწავლო პროგრამების, საკონსულტაციო პროექტებისა და პროფესიული განვითარების კურსების მიმართულებით მომარაგების ჯაჭვისა და ფინანსური მართვის სფეროში.
მას აქვს დაახლოებით 25-წლიანი გამოცდილება ბიზნეს განვითარების, ოპერაციების მართვისა და სტრატეგიული ხელმძღვანელობის მიმართულებით სხვადასხვა ინდუსტრიაში.
სესიის ძირითადი თემები:
სტრატეგიული ზრდისა და განვითარების მართვა
პროფესიული სწავლებისა და ლიდერობის პროგრამების შექმნა
კლიენტური და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება
Supply Chain-ის თანამედროვე პრაქტიკა და AI-ის გამოყენება
დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის ანატომია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
სპიკერი: თინათინ აღნიაშვილი
📅 20 თებერვალი | 🕓 16:00
თინათინ აღნიაშვილი არის უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიული ანალიზის ექსპერტი და ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2019–2024 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში თავდაცვის დეპარტამენტის დირექტორად და პასუხისმგებელი იყო თავდაცვის პოლიტიკის კოორდინაციაზე, სტრატეგიულ დაგეგმვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე (NATO/EU).
მისი აკადემიური საქმიანობა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და სახელმწიფო პრაქტიკულ გამოცდილებას.
მდგრადობა გადაწყვეტილების მიღებაში და მდგრადი ბიზნესის სტრატეგიები
სპიკერი: ქეთევან ჩაფიძე
📅 27 თებერვალი | 🕓 16:00
ქეთევან ჩაფიძე არის ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური ანალიზის სპეციალისტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მას აქვს 10+ წლიანი გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზში, რეფორმების დაგეგმვასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მხარდაჭერაში.
Designing High-Impact Campaign Funnels with AI
სპიკერი: ლევან გურგენიძე
📅 6 მარტი | 🕓 16:00
ლევან გურგენიძე არის ბრიტანული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი აკადემიური და კვლევითი განვითარების მიმართულებით, სოციალურ მეცნიერებათა და საჯარო პოლიტიკის სკოლის დეკანი და პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი.
მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება პოლიტიკური და სტრატეგიული საკონსულტაციო პროექტების მართვაში და კამპანიების განხორციელებაში ოთხ კონტინენტზე. სესია დაეთმობა მონაცემებზე დაფუძნებული კომუნიკაციისა და AI-ზე დაფუძნებული კამპანიების დიზაინს.
CISSP: The Gold Standard in Cybersecurity
სპიკერი: ბარიშ ჩელიქათაში
📅 13 მარტი | 🕑 14:00
ბარიშ ჩელიქათაში არის კიბერუსაფრთხოების არქიტექტორი, საერთაშორისო სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის ISC2, APMG, PECB და EC-Council-ის ავტორიზებული ტრენერი და ფლობს მრავალ საერთაშორისო სერტიფიკაციას (CISSP, CISM, CISA, CCSP და სხვა).
მისი საქმიანობა მოიცავს cloud security-ს, risk management-ს, უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და კორპორაციული უსაფრთხოების არქიტექტურას.
The Risk of Playing It Safe: Why Strategic Innovation Demands Better Risk Thinking
სპიკერი: ბექა ლილუაშვილი
📅 20 მარტი | 🕓 16:00
ბექა ლილუაშვილი არის ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი და სტრატეგიის სპეციალისტი. იგი ამჟამად არის Strategy & Transformation Lead კომპანია Softgen-ში და მუშაობს ორგანიზაციული ტრანსფორმაციისა და სტრატეგიის განხორციელების პროექტებზე.
სესია განიხილავს სტრატეგიულ ინოვაციასა და რისკის მართვას Blue Ocean Strategy-ს ჩარჩოს გამოყენებით.
Smart Transformation: Secrets to Successful Rebranding
სპიკერი: ჰაჯარ მოაიერი ფარდი
📅 27 მარტი | 🕓 16:00
ჰაჯარ მოაიერი ფარდი არის საერთაშორისო მარკეტინგის კონსულტანტი და PhD საერთაშორისო მარკეტინგში. იგი მუშაობს ბაზარზე შესვლის სტრატეგიებზე, ბრენდის პოზიციონირებასა და გლობალურ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე.
მისი კვლევითი ინტერესებია საერთაშორისო ბრენდინგი, მომხმარებელთა ქცევა და მრავალკულტურული ბაზრები.
ინფორმაციის უსაფრთხოების რისკები საქართველოში: როგორ დავიცვათ ბიზნეს-კრიტიკული ინფორმაცია და დავაზღვიოთ რისკები
სპიკერი: სოფო ჯაფარიძე
📅 3 აპრილი | 🕓 16:00
სოფო ჯაფარიძე არის ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობის ექსპერტი და CISSP სერტიფიცირებული სპეციალისტი. მას აქვს გამოცდილება როგორც თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მიმართულებით, ისე საბანკო სექტორში.
სესია დაეთმობა საქართველოში კიბერრისკებს, ბიზნესის დაცვასა და პრაქტიკულ უსაფრთხოების ზომებს.
რეგისტრაცია
ვებინარების სერიაში მონაწილეობა უფასოა, თუმცა წვდომის ბმულის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ დადასტურების წერილს, რომელიც მოიცავს:
ვებინარზე დასასწრები ბმულს
ჩართვის ტექნიკურ ინსტრუქციებს
თითოეული სესიის წინ გამოგზავნილ შეხსენებებს
🔗 დარეგისტრირდით აქ: ბმული
მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ცალკეულ ვებინარზე, ასევე სრულ სერიაზე.
გთხოვთ, მიუთითოთ მოქმედი ელფოსტის მისამართი — ვებინარზე წვდომა გაეგზავნებათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მონაწილეებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📧 admissions@britishuni.edu.ge
