British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში (AIHEF2025)

ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში (AIHEF2025)

კვლევების განვითარების დეპარტამენტი გიწვევთ

ფორუმზე – მომავლის ფორმირება: ხელოვნური ინტელექტი, ინოვაცია და დიგიტალიზაცია უმაღლეს განათლებაში

თარიღი: 2025 წლის 28 ნოემბერი
ადგილი: ჰიბრიდული ფორმატი – ბრიტანული უნივერსიტეტის კამპუსი

ფორუმის დეტალები:
ფორუმი „მომავლის ფორმირება: ხელოვნური ინტელექტი, ინოვაცია და დიგიტალიზაცია უმაღლეს განათლებაში“, რომელიც ორგანიზებულია ბრიტანული უნივერსიტეტის კვლევების განვითარების დეპარტამენტის მიერ, მიზნად ისახავს წამყვანი ექსპერტების შეკრებას ერთ სივრცეში, რათა გაიზიარონ საკუთარი მიგნებები, ინოვაციური იდეები და გამოცდილება აღნიშნულ თემაზე: ახალი ინიციატივების, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება განათლების სფეროში.

ფორუმის თემატიკა:

  • ციფრული პედაგოგიკა და ინოვაციური სწავლების მეთოდები

  • უნივერსიტეტების როლი ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობაში

  • ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზებული სწავლების გამოყენება უმაღლეს განათლებაში

  • ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესის დიზაინში

  • ციფრული ინოვაცია უმაღლეს განათლებაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

  • ხელოვნური ინტელექტით გაძიერებული კვლევის ინსტრუმენტების განვითარება უმაღლეს განათლებაში

  • ციფრული წიგნიერება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

  • აკადემიური ლიდერობის მომავალი ციფრულ ეპოქაში

  • პოლიტიკა და მმართველობა ციფრული ინოვაციების მხარდასაჭერად უმაღლეს განათლებაში

  • ციფრული შეფასების ინსტრუმენტები და სწავლის ანალიტიკა

  • კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა კონფიდენციალურობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში

  • მდგრადი ინოვაცია უნივერსიტეტების მენეჯმენტსა და ოპერაციებში

  • კვლევის ეკოსისტემისა და ინოვაციის მხარდაჭერა ციფრული ინფრასტრუქტურის მეშვეობით

  • ხელოვნური ინტელექტი და აკადემიური ეთიკა

  • აკადემიური კეთილსინდისიერება ხელოვნური ინტელექტის მმართველობაში

  • შრომის ბაზრის დივერსიფიკაცია და მომავლის პროფესიები

  • ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების რისკები და გამოწვევები უმაღლეს განათლებაში

  • კოლაბორაცია აკადემიასა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიას შორის

  • განათლების გაციფრულება საზოგადოებრივი განვითარებისათვის

მონაწილეობა
ფორუმი არის მხოლოდ მოწვევით. მომხსენებლები შეირჩევიან ბრიტანული უნივერსიტეტის კვლევის განვითარების დეპარტამენტის მიერ მათი გამოცდილებისა და წვლილის საფუძველზე ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციებისა და უმაღლესი განათლების გაციფრულების მიმართულებით.

ფორუმის საჯაროობა
სესიები გადაიცემა ლაივ რეჟიმში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფართო საზოგადოებრივი წვდომა და ჩართულობა. პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება ბრიტანული უნივერსიტეტის ოფიციალურ სოციალური მედიის არხებზე.

მნიშვნელოვანი თარიღები

  • მომხსენებლების დადასტურება: 20 ნოემბერი, 2025

  • ფორუმის თარიღი: 28 ნოემბერი, 2025

საკონტაქტო ინფორმაცია
შეკითხვებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: research@britishuni.edu.ge