British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

აკრედიტაცია ხუთ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე

აკრედიტაცია ხუთ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მიიღო. უნივერსიტეტის ხუთ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა ACQUIN-მა — აკრედიტაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ინსტიტუტმა, რომელიც 2009 წლიდან EQAR-ის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის, წევრია.

საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:

• Business Administration
• Digital Marketing Management
• Entrepreneurship and Innovation
• Leadership and Organisational Development
• Management Information Systems

აკრედიტაცია ძალაში იქნება 2032 წლის 30 სექტემბრამდე.

ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიტანული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალ ხარისხს, მათ შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან და უნივერსიტეტის სტრატეგიულ მისწრაფებას, განავითაროს საერთაშორისო დონეზე აღიარებული, კონკურენტუნარიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამები.

საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრიტანული უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების შეთავაზების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თანამედროვე ცოდნა, განავითარონ პროფესიული და ლიდერული უნარები და უკეთ მოემზადონ გლობალური შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის.

ბრიტანული უნივერსიტეტი აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და სტუდენტებისთვის ისეთი აკადემიური გარემოს შექმნას, რომელიც აერთიანებს ბრიტანულ საგანმანათლებლო მიდგომას, ევროპულ ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებსა და პრაქტიკულ პროფესიულ განვითარებას.