„როგორ მოვხვდი ბრიტანეთში“ — ახალი რეალითი შოუ Cavea+ თან თანამშრომლობით
ბრიტანული უნივერსიტეტი, Cavea+-თან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ახალ რეალითი შოუს „როგორ მოვხვდი ბრიტანეთში“.
შოუში მონაწილეობს 12 აბიტურიენტი, რომლებიც იბრძვიან უნიკალური შესაძლებლობისთვის. პროექტის განმავლობაში ისინი გაივლიან მრავალფეროვან და გამოწვევებით სავსე ეტაპებს, სადაც გამოიცდება მათი ლოგიკა, კრეატიულობა, გამძლეობა და მიზანდასახულობა.
ეს არ არის მხოლოდ კონკურსი.
ეს არის გზა, რომელიც სავსეა ემოციებით, დაძაბულობით, კონკურენციით და პიროვნული ზრდით, და მაყურებელს აძლევს რეალურ წარმოდგენას იმაზე, თუ რა ძალისხმევას მოითხოვს ბრიტანული განათლების მიღება.
რა ელოდება გამარჯვებულს?
🏆 ბრიტანული უნივერსიტეტის სრული დაფინანსება საბაკალავრო პროგრამაზე
🏆 2-კვირიანი საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში
ფინალში კი მხოლოდ ყველაზე ძლიერი და მიზანდასახული მონაწილე დარჩება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
„როგორ მოვხვდი ბრიტანეთში“ არის უბრალოდ შოუ, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს მოტივაციას იფიქრონ უფრო მასშტაბურად, იმოქმედონ სტრატეგიულად და გააფართოვონ საკუთარი საზღვრები.
ამასთან, პროექტი მაყურებელს აცნობს ბრიტანული უნივერსიტეტის მთავარ ღირებულებებს: ინოვაციას, დამოუკიდებლობას და გლობალურ ხედვას.
უყურეთ Cavea+-ზე.
