British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ბრიტანული უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარება!

March 10, 2025
ბრიტანული უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარება!

ბრიტანული უნივერსიტეტი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა! პაკისტანურ მედიაში Minute Mirror-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აღწერს თუ როგორ შეუძლიათ სტუდენტებს მიიღონ ბრიტანული განათლება ხელმისაწვდომ ფასად სწორედ საქართველოში.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს არჩევა სტუდენტებისთვის, რომლებიც ეძებენ ხარისხიან ბრიტანულ განათლებას შეღავათიან ფასად, სწორი გადაწყვეტილებაა. British University უკვე დიდი წარმატებით ახორციელებს ბრიტანული ხარისხის განათლებას საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ეს უნივერსიტეტი მუდმივად იზიდავს სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის პაკისტანიდან, რადგან ის უზრუნველყოფს არა მხოლოდ ხარისხიან სასწავლო პროგრამებს, არამედ გლობალურ შესაძლებლობებს, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გახდნენ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები.

რატომ ირჩევენ სტუდენტები ბრიტანულ უნივერსიტეტს?

ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომ ფასად – სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ბრიტანული ხარისხის განათლება, თუმცა გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე დიდ ბრიტანეთში სწავლისას.
გლობალური კარიერული შესაძლებლობები – უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ეძლევათ საშუალება დასაქმდნენ საერთაშორისო კომპანიებში ან განაგრძობენ განათლების მიღებას ნებისმიერ წერტილში მსოფლიოში.
დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი გარემო – საქართველო მრავალეროვნული და კულტურულად მდიდარი ქვეყანაა, სადაც სტუდენტები უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას.

წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ მეტი ჩვენი უნიკალური სასწავლო პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ!