British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ბრიტანული უნივერსიტეტი იწყებს პარტნიორობას Supply Chain Academy-სთან

July 3, 2025
ბრიტანული უნივერსიტეტი იწყებს პარტნიორობას Supply Chain Academy-სთან

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა წამოიწყო მნიშვნელოვანი პარტნიორობა გაერთიანებული სამეფოს ცნობილ Supply Chain Academy-სთან, რაც დიდ ნაბიჯს წარმოადგენსუნივერსიტეტის მისიისკენ — გლობალურად შესაბამისი განათლების მიწოდება და საქართველოს რეგიონული ლიდერის როლის დამკვიდრება ლოგისტიკის მოწინავესწავლების მიმართულებით.

სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიტანული უნივერსიტეტი პირველად საქართველოში დანერგავს ინოვაციურ განათლებას მიწოდების ჯაჭვის მართვისმიმართულებით საუნივერსიტეტო დონეზე. უნივერსიტეტი მსურველებს შესთავაზებს როგორც მოკლევადიან კურსებს, ასევე სრულიად ახალ Executive MBA პროგრამასმიწოდების ჯაჭვის მართვაში — ორიენტირებულს იმ პროფესიონალებისა და ლიდერებისთვის, ვინც რეალურ ცოდნასა და გლობალურ პრაქტიკაზე დაფუძნებულ უნარებსეძებს.

ამ ინიციატივის გულში დგას მიზანი — შეივსოს ცოდნის დეფიციტი და აკადემიური სწავლება დაუკავშირდეს თანამედროვე გლობალური მიწოდების ჯაჭვის ოპერაციულრეალობას. პროგრამები გაამახვილებს ყურადღებას პრაქტიკულ სწავლებაზე, თანამედროვე ლოგისტიკისა და დისტრიბუციის გამოწვევებსა და ინოვაციებზე.

Executive MBA-ის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ეწვიონ გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დატვირთულ საკონტეინერო პორტ Felixstowe Mega Distribution Centre-ს (FMDC) — ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰაბი, რომელსაც მართავს GB Global და წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითსავტომატიზაციის, საწყობების მართვისა და მიწოდების ჯაჭვის ოპერაციულ სრულყოფილებაში. ეს გამოცდილება ხაზს უსვამს ბრიტანული უნივერსიტეტის მიდგომას – დააკავშიროს თეორია პრაქტიკასთან.

პარალელურად, ბრიტანული უნივერსიტეტი და Supply Chain Academy ერთობლივად ავითარებენ ხარისხიან ციფრულ პლატფორმას, რაც რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებსა დაპროფესიონალებს მისცემს წვდომას გლობალურ ექსპერტიზაზე. ელექტრონული სასწავლო მოდულები, რომელსაც ხელმძღვანელობს Supply Chain Academy-ს ოპერაციული დაკომერციული ხელმძღვანელი აარონ ლიდელი (Aaron Liddell), იქნება მოქნილი, პრაქტიკაზე ორიენტირებული და მორგებული თანამედროვე ლოგისტიკურ რეალობაზე.

პარტნიორობა სცილდება მხოლოდ სასწავლო პროცესს. ბრიტანული უნივერსიტეტი და Supply Chain Academy გეგმავენ თემატურ ვებინარებს, ლიდერშიფის ღონისძიებებსადა რეგულარულ ცოდნის გაზიარებას, რაც შექმნის პროფესიონალების ცოცხალ და ინოვაციურ საგანმანათლებლო ეკოსისტემას. ამით უნივერსიტეტი განიმტკიცებსსაკუთარ პოზიციას მიწოდების ჯაჭვის სწავლებისა და ინოვაციის ცენტრად აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

„ბრიტანული უნივერსიტეტი მიზნად ისახავს მომავალი ლიდერების განვითარებასა და უნარების დეფიციტის აღმოფხვრას შრომის ბაზარზე,“ — ამბობს ლევანგურგენიძე, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი. „პარტნიორობა Supply Chain Academy-სთან გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად ვიმუშაოთ როგორცსახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან მომარაგების ჯაჭვის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. ვამაყობთ, რომ ვართ პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, ვინცამ ნაბიჯს დგამს.“

„მოხარულები ვართ, რომ ვაფართოებთ ჩვენს მისიას ამ რეგიონში და ვუჭერთ მხარს მომავალი პროფესიონალების განვითარებას,“ — დასძინა Supply Chain Academy-სბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ალექს მორტიმერმა. „ბრიტანულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინიპირველები არიან საქართველოში, ვინც უნივერსიტეტის დონეზე აწვდიან განათლებას მომარაგების ჯაჭვის სფეროში — ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯიასექტორისთვის.“

„ეს თანამშრომლობა დაეხმარება სტუდენტებსა და პროფესიონალებს მიიღონ ის პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რაც აუცილებელია სწრაფად ცვალებადლოგისტიკურ რეალობაში წარმატებისთვის,“ — აღნიშნა