ბრიტანული უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის
ბრიტანული უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის
British University აცხადებს სტუდენტურ მობილობას 2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
ბიზნესი და მენეჯმენტი
პოლიტიკის მეცნიერება
აღნიშნული პროგრამები ვალიდირებულია University of Buckingham-ის მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს:
ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომს
ბუკინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) დიპლომს
📅 მობილობის განაცხადების მიღების ვადები:
დაწყება: 28 იანვარი
დასრულება: 11 თებერვალი, 18:00 საათი
📝 მობილობის მსურველმა სტუდენტებმა პირველ ეტაპზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS):
👉 https://emis.ge/services/service/24
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია ბრიტანულ უნივერსიტეტში.
📅 დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენის ვადა:
16 თებერვალი, 18:00
📌 მიღების წინაპირობები:
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი
მიმდინარე უნივერსიტეტიდან გაცემული გავლილი საგნების ცნობა
📤 დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
👉 https://forms.gle/eGdUjgag4zHwW44f8
ბრიტანული უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას – მიიღონ ბრიტანული ხარისხი საქართველოდან გაუსვლელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
