BU-ს სტუდენტების მორიგი წარმატება
BU-ს Executive MBA-ის სტუდენტები UN Global Compact Network Georgia-ს „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025”-ის გამარჯვებულები გახდნენ.
თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მიკრობანკი კრისტალი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა - Business for SDGs Special Recognition Award. ჯილდო გადაეცა, როგორც კომპანიას, რომელსაც 2018 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი და წარმატებული საკონკურსო სააპლიკაციო განაცხადები აქვს წარდგენილი - კორპორაციული მდგრადობის, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობისა (E&S-ისა) თუ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიმართულებით.
კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის (E&S) მიმართულების ხელმძღვანელი - მაია ქობალია ბრიტანული უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA-ის სტუდენტია.
მაის და მის გუნდს კრისტალისთვის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის (E&S-ის) და ქალი მეწარმეების გაძლიერების მიმართულებით არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული წინა წლებშიც, მათ შორის:
1) 2023 წელს ჯილდო მოიპოვა შემცირებული უთანასწორობის ნომინაციაში (მდგრადი განვითარების მიზანი #10/SDG #10)
2) 2020 წელს - ჯილდო კატეგორიაში გონივრული მოხმარება და წარმოება (SDG #12)
3) 2019 წელს კი კომპანიამ კატეგორიაში გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება (SDG #5) გაიმარჯვა.
კონკურსში Cenomi Retail Georgia–მ მონაწილეობა მიიღო ოთხ კატეგორიაში, კომპანიის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ადამიანური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინიციატივებით. განაცხადების მომზადებას ხელმძღვანელობდა კომპანიის Human Capital Manager და British University–ის Executive MBA-ის სტუდენტი ნატო კვაჭანტირაძე.
წარდგენილი ინიციატივებიდან, კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში “ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა” (SDG 8 – Equal Worth – Equal Pay) — პროექტით, რომელმაც კომპანიაში გენდერული ხელფასების სხვაობა 2024 წლის ბოლოს < 2%-ზე დაიყვანა, და დანერგა გამჭვირვალე, სამართლიანი და სტრუქტურული ხელფასების მატრიცა.
გარდა გამარჯვებული ნომინაციისა, Cenomi Retail Georgia კონკურსზე წარადგინა კიდევ სამი პროექტი:
1. SDG 4 – Learning That Matters – კომპანიის მასშტაბით შექმნილი უწყვეტი განათლების და უნარების განვითარების სისტემა, 908 მონაწილით და 815 სასწავლო საათით 2024 წელს.
2. SDG 8 – Opportunity for Everyone – გენდერული ხელფასების სხვაობის შემცირება და სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვა, რითაც კომპანიამ 2024 წლის ბოლოს გენდერული სხვაობა 2%-მდე დაიყვანა.
3. SDG 12 – A Quiet Choice That Still Matters – ერთჯერადი პლასტიკის ჩანაცვლება, ქაღალდის პაკეტების დანერგვა და WWF-ისთვის 118,202.72 ევროს სრული დონაცია 2024 წელს.
აღნიშნული პროექტები წარმოაჩენს Cenomi Retail Georgia–ს ხედვას პასუხისმგებლიანი ბიზნესის მიმართულებით და კომპანიას კონკურსში პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ პრაქტიკის მქონე ორგანიზაციას განათლების, შრომითი თანასწორობის, ინკლუზიისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის ასპექტებში.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UN Global Compact Network Georgia) 2018 წლიდან ატარებს „კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს”კონკურსს, საქართველოში მოქმედი მდგრადობისკენ ორიენტირებული და პასუხისგებლიანი კომპანიებისა და პროექტების გამოსავლენად. წელს რიგით მე-8-ე დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც 300-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
