British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

ბიზნესისა და ინოვაციების სკოლაში აკადემიური კონკურსი გამოცხადდა

ბიზნესისა და ინოვაციების სკოლაში აკადემიური კონკურსი გამოცხადდა

აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ინოვაციების სკოლაში

ბიზნესისა და ინოვაციების სკოლა აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის პოზიციებზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური ან/და პროფესიული ნიშნით შემდეგ მიმართულებებზე:

მარკეტინგი

  • სტრატეგიული მარკეტინგი

  • ციფრული მარკეტინგი

  • მარკეტინგული კვლევა

  • სოციალური მედია მარკეტინგი

  • მარკეტინგული ანალიტიკა

  • ციფრული რეკლამა

  • ბრენდის მართვა

  • ვებსაიტის მართვა

  • B2B მარკეტინგი

  • საერთაშორისო მარკეტინგი

პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)

ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

მეწარმეობა და ინოვაცია

  • კორპორაციული ვენჩურინგი და ინტრაპრენერობა (Corporate Venturing and Intrapreneurship)

  • სოციალური მეწარმეობა და გავლენის მქონე ინიციატივები (Social Entrepreneurship and Impact Ventures)

ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემები

  • საწარმო სისტემები/CRM (Enterprise Systems/CRM)

  • საინფორმაციო სისტემები და მართვა (Information Systems and Management)

  • მონაცემთა მართვა და ანალიტიკა (Data Management and Analytics)

  • IT პროექტების მართვა

  • ქსელური კონცეფციები და გამოყენება (Networking Concepts and Applications)

  • ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურის მართვა (Cloud Computing and Infrastructure Management)

  • პროგრამირება (Python)

  • გაღრმავებული მონაცემთა ბაზის სისტემები და დიდი მონაცემები (Advanced Database Systems and Big Data)

  • პროგრამული ინჟინერია და DevOps

პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

ასისტენტ პროფესორი (4 ვაკანტური ადგილი)

საკონკურსო ვაკანსიის მოთხონები

აკადემიური ნიშნით საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის

პროფესორად 5 წლის ვადით აირჩევა:

  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვენები:

  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

  • სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები, სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

ასოცირებული პროფესორისთვის:

ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა:

  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვენები:

  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

  • სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები, სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.

ასისტენტ პროფესორისთვის

ასისტენტ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

პროფესიული ნიშნით საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორისთვის

ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

  • პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

ასისტენტ პროფესორისთვის

ასისტენტ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

  • პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო მოთხოვნები:

ა) დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 10 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

ბ) სპეციალური მომზადება - ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული პუბლიკაციების ჩამონათვალი;

დ) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება;

ვ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო მოთხოვნები:

ა) დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში არანაკლებ 6 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

ბ) სპეციალური მომზადება - ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა;

გ) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა დამათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

დ) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება;

ე) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება:

ა) შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

ბ) შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

გ) ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად;

დ) აკადემიური კონკურსის მონაწილე უფლებამოსილია, უცხო ენის კომპეტენცია დაადასტუროს კონკურსის ფარგლებში ჩატარებული საჩვენებელი ლექციით. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი ენის სპეციალისტი.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ:

ა. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების, აკადემიური თანამდებობისა და შესარჩევი კრიტერიუმების (აკადემიური) მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად);

ბ. პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისად - პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;

გ. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი ცნობაც;

დ.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე. ავტობიოგრაფია (CV) (ქართულ და ინგლისუ ენაზე - იხ. დანართი 3, დანართი 4), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, მიღებული სტიპენდია - გრანტებისა და სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;

ვ. შესაბამის მიმართულებასთან თავსებადი ერთი საგნის სილაბუსი (იხ. დანართი 5, დანართი 6). სილაბუსი შეიძლება ასახავდეს კურსს, რომელიც კონკურსანტს უკვე აქვს დანერგილი რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან წარმოადგენდეს პროექტს;

ზ. ერთი კვლევითი ნაშრომი, რომელიც, კონკურსანტის აზრით, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მის აკადემიურ ინტერესებსა და გამოცილებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ. არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი. “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ “ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;

კ. “უფლების ჩამორთმევის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;

ლ. კანდიდატის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე (იხ. დანართი 1);

მ. კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, ბრიტანულ უნივერსიტეტს, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები დავამუშავოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ უნივერსიტეტის საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

II ეტაპი - გასაუბრება და საჩვენებელი ლექცია;

III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკადემიურ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, სასურველია აფილირება გააფორმოთ ბრიტანულ უნივერსიტეტთან. ამასთან, კონკურსის ეტაპზე, ერთნაირი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც თანახმა იქნება, აფილირება გააფორმოს შპს ბრიტანულ უნივერსიტეტთან.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2025 წლის 19 დეკემბერი;

საბუთების მიღება: 23 იანვრიდან - 2026 წლის 30 იანვრის ჩათვლით;

კონკურსის I ეტაპი: 2026 წლის 2 თებერვლიდან - 2026 წლის 3 თებერვლის ჩათვლით;

კონკურსის II ეტაპი: 2026 წლის 4 თებერვლიდან - 2026 წლის 9 თებერვლის ჩათვლით; კონკურსის III ეტაპი და წინასწარი შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა;

კონკურსანტების მიერ სააპელაციო განაცხადების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 10 თებერვლიდან 2026 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;

სააპელაციო განაცხადების განხილვა: 12 თებერვალი

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2026 წლის 13 თებერვალი. სააპელაციო განაცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კონკურსის წინასწარი შედეგები მტკიცდება საბოლოო შედეგების სახით არაუგვიანეს 2026 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@britishuni.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 92, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@britishuni.edu.ge; ტელ: 593000788

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება. კიდევ ერთხელ გიზიარებთ აპლიკაციის ბმულს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

შეგიძლიათ დოკუმენტები მოცემული ბმულებიდან ჩამოტვირთოთ:

თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე

CV ქართულად

CV ინგლისურად

სილაბუსი ქართულად

სილაბუსი ინგლისურად