ბიზნესი და მენეჯმენტი
შეისწავლეთ თანამედროვე თეორიები, პრინციპები და მოდელები ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში. კრიტიკულად გააანალიზეთ ბიზნეს გარემოში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. თქვენ ისწავლით, თუ როგორ განახორციელოთ კვლევები და პრაქტიკული პროექტები ეთიკის პრინციპების შესაბამისად.
პროგრამის მიმოხილვა
ბუკინგემის უნივერსიტეტის ვალიდაცია
ეს პროგრამა ვალიდირებულია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ, რაც უზრუნველყოფს, რომ სწავლება ბრიტანულ უნივერსიტეტში (BU) შეესაბამება ბუკინგემის უნივერსიტეტის აკადემიურ სტანდარტებს. ბუკინგემის უნივერსიტეტი ამოწმებს სტუდენტების დავალებებს და ყოველწლიურად ახორციელებს BU-ის შემოწმებას, რათა დარწმუნდეს რომ მათი ხარისხის მოთხოვნებს ვიცავთ.
ეს ვალიდაციის პროცესი ბუკინგემს აძლევს საშუალებას ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს მიანიჭოს საკუთარი ხარისხი. შედეგად, სტუდენტები სწავლის დასრულებისას იღებენ ორ დიპლომს: ერთს ბრიტანული უნივერსიტეტისგან და მეორეს ბუკინგემის უნივერსიტეტისგან.
აკადემიური პერსონალი
ბრიტანული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან, რომელთაც აქვთ როგორც დიდი სასწავლო გამოცდილება, ასევე სიღრმისეული ცოდნა თავიანთ სფეროებში. თითოეული კურსის ხელმძღვანელია პროფესიონალი, რომელიც სესიაზე რეალური სამყაროს გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს და აკავშირებს თეორიულ მასალას პრაქტიკულ მაგალითებთან. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე საჯარო მმართველობის ყველაზე აქტუალური და საჭირო ცოდნა.
გლობალური სტაჟირების პროგრამა
ჩვენი გლობალური სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობებს ორგანიზაციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ლონდონში, პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, სტოქჰოლმში, ჰონგ-კონგში, ტოკიოში, სეულში, ბანგკოკსა და კრაკოვში.
პრე-აქსელერაციის პროგრამა
სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა პრე-აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: 1) პროგრამული ინჟინერიის უნარების განვითარებას და 2) სტარტაპის განვითარებას. პროგრამული ინჟინერიის კომპონენტი მოიცავს ოთხთვიან კოდირების კურსს. სტარტაპის განვითარების კომპონენტში გამოცდილი მეწარმეები მენტორობას უწევენ სტუდენტებს პროექტის განვითარებაში.
შრომის ბაზარი
თბილისში დინამიური შრომის ბაზარია, და ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობების პოვნაში პირველი კურსიდანვე, სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციასთან პარტნიორობის მეშვეობით.
რესურსები
პროგრამა ტარდება ბრიტანული უნივერსიტეტის კამპუსში, რომელიც აღჭურვილია აკადემიური წარმატებისთვის საჭირო ყველა რესურსით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მდიდარ ბიბლიოთეკას აუცილებელი სასწავლო მასალებით, როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატებში, კომპიუტერულ ლაბორატორიას უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზებს და ლექციის ოთახებს. გარდა ამისა, სწავლის პროცესის მხარდაჭერა ხდება ონლაინ პლატფორმების (მაგალითად, Zoom და Teams) და ჩვენი სასწავლო მართვის სისტემის (კანვასი) მეშვეობით.