British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

გლობალური სტაჟირება

გლობალური სტაჟირების პროგრამა არის ინიციატივა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს უპრეცედენტო საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას.

გლობალური სტაჟირება

პროგრამა აკავშირებს სასწავლო პროცესს და რეალურ პროფესიულ გამოცდილებას, საერთაშორისო სტაჟირების შესაძლებლობებით. იქნება ეს მომავალი მარკეტოლოგი, კვლევითი ან ანტრეპრენერი, გლობალური სტაჟირების პროგრამა ისე არგებს სტაჟირებებს, რომ ისინი დააკავშიროს თქვენი სწავლების სფეროსთან და კარიერული მიზნებთან.

მთავარი მახასიათებლები

სტაჟირების გლობალური მასტაბი: ჩვენი პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას მრავალეროვან კორპორაციებში, ინოვაციურ სტარტაპებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კვლევითი ინსტიტუტებში მსოფლიოს მასშტაბით. ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მონაწილეებს სხვადასხვა ინდუსტრიის და როლის შესწავლას და სფეროს სრულყოფილ გააზრებას.

პერსონალიზებული მიდგომა: ჩვენ ფრთხილად განვსაზღვრავთ კანდიდატებს სტაჟირებაზე მათი უნარებისა და ინტერესების შესაბამისად, კარიერული მიზნების გათვალისწინებით. იდეალური შერწყმა სტაჟიორთა და მასპინძელ ორგანიზაციებს შორის, განაპირობებს ურთიერთსასარგებლო გამოცდილებას, ზრდისა და სწავლების შესაძლებლობებს.

პროფესიული განვითარება: მონაწილეები გაივლიან წინასტაჟირების ტრენინგს, მათ შორის რეზიუმეს შედგენასა და ინტერვიუს მომზადებას, და კულტურულ კომუნიკაციის ვორქშოპებს. სტაჟირების განმავლობაში მათ მიიღებენ მენტორობას და შეფასებას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მომავალი კარიერისთვის.

გლობალური ქსელი: სტაჟიორები გახდებიან მომავლის გლობალური ლიდერების კავშირს ნაწილის. ეს არის შესაძლბელობა დაამყაროთ ურთიერთობა ადამიანებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც დაგემხარებათ კარიერულ წინსვლაში.

გლობალური კულტურის გაზიარება: ჩვენ ვაცნობიერებთ კულტურული ცნობიერების მნიშვნელობას გლობალურ დასაქმების ბაზარზე. შეგეძლებათ დაესწროთ აქტივობებს, ენის კლასებსა და უნარების განმავითარებელ ტრენინგებს, რაც საშუალებას მოგცემთ სრულად შეიგრძნოთ ადგილობრივი კულტურა და მიიღოთ ფასეული ინტერკულტურული უნარები.

სტაჟირების დასრულების შემდეგ დახმარება: გამოცდილება არ მთავრდება სტაჟირების დასრულებით. ჩვენ გთავაზობთ სტაჟირების შემდეგ რესურსებს, მათ შორის კარიერულ კონსულტაციებს, რეზიუმეების განახლებას და სამსახურის ძიებას, რაც მონაწილეებს ეხმარება მომავალი კარიერებისთვის თავიანთი გლობალური გამოცდილების გამოყენებაში.

გლობალური წვდომა

გლობალური სტაჟირების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქალაქებს: ლონდონი, პარიზი, მადრიდი, ბარსელონა, ლისაბონი, კრაკოვი, სტოქჰოლმი, ტოკიო, ჰონგ-კონგი, სეული და ბანკოკი. ეს მიმართულებები საშუალებას აძლევს სტუდენტებს განავითარონ თავიანთი პროფესიული გამოცდილება და ჩაიხედონ ახალ კულტურულ გარემოში.

მთავარი თარიღები უახლოესი ზაფხულის სტაჟირების პროგრამისთვის

  • რეგისტრაცია: 20 იანვარი 2026

  • ინტერვიუები: 27 იანვარი 2026

  • მიღების გადაწყვეტილება1 თებერვალი 2026

  • გადახდა: 23 თებერვალი 2026

  • პროგრამის დაწყების თარიღები: 6 ივნისი, 4 ივლისი და 1 აგვისტო

ხანგრძლივობა: სტაჟირებები შეიძლება გაგრძელდეს 4, 8 და 12 კვირა, პარიზსა და ბანკოკში სტაჟირება შეზღუდულია 8 კვირით.

განაცხადის მოთხოვნები

სტუდენტებმა, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, უნდა წარმოადგინონ:

  • განახლებული CV

  • ჯანმრთელობის კითხვარი

  • პირადობის ოფიციალური დოკუმენტის ასლი

  • საერთაშორისო დაზღვევა, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს.

გადასახადები და ხელმისაწვდომი ინდუსტრიები

გადასახადები და ხელმისაწვდომი ინდუსტრიები სტაჟირებისთვის ქალაქების მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია ერთ-ერთი საინფორმაციო სესიის ან დეკანის ოფისის მონახულებით. პროგრამა გთავაზობთ რამდენიმე პაკეტს სხვადასხვა პრეფერენციის გათვალისწინებით.

სრული პაკეტი

ეს პაკეტი მოიცავს:

  • პერსონალიზებული სტაჟირების შერჩევა სასურველ ინდუსტრიაში

  • საცხოვრებელი (მარტო ოთახი მადრიდში; საერთო ოთახი სტოკჰოლმსა და სეულში)

  • აეროპორტში დახვედრა

  • მისასალმებელი ღონისძიება

  • წინა გამგზავრებასა და ადგილზე ორიენტაციის სესიები

  • მისასალმებელი პაკეტი

  • ორი კარიერული განვითარების ვორქშოფი

  • 1 დღიანი მოგზაურობა ყოველ თვეში

  • 1 შაბათ-კვირის მოგზაურობა ყოველ თვეში

  • კულტურული აქტივობები

  • სატრანსპორტო ბარათი

  • ადგილზე პროგრამის კოორდინატორი

  • გამოსამშვიდობებელი ღონისძიება

ეს პაკეტი არ მოიცავს:

  • ფრენები

  • დაზღვევა

  • კვება

  • ვიზა და მასთან დაკავშირებული ხარჯები (სინგაპურის გარდა)

ძირითადი პაკეტი

ეს პაკეტი მოიცავს:

  • პერსონალიზებული სტაჟირების შერჩევა სასურველ ინდუსტრიაში

  • საცხოვრებელი (მარტო ოთახი მადრიდში, ბარსელონაში და ლისაბონში; საერთო ოთახი სტოკჰოლმსა და სინგაპურში)

  • აეროპორტში დახვედრა

  • მისასალმებელი ღონისძიება

  • წინა გამგზავრებასა და ადგილზე ორიენტაციის სესიები

  • მისასალმებელი პაკეტი

  • ორი კარიერული განვითარების ვორქშოფი

  • სატრანსპორტო ბარათი

  • ადგილზე პროგრამის კოორდინატორი

  • გამოსამშვიდობებელი ღონისძიება

  • ვიზა სინგაპურისთვის

ეს პაკეტი არ მოიცავს:

  • ფრენები

  • დაზღვევა

  • კვება

  • ვიზა და მასთან დაკავშირებული ხარჯები (სინგაპურის გარდა)

მხოლოდ სტაჟირების პაკეტი

სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მხოლოდ სტაჟირების პაკეტი, რომელიც მოიცავს:

  • პერსონალიზებული სტაჟირების შერჩევა სასურველ ინდუსტრიაში

  • ციფრული ქალაქის გზამკვლევი

  • ვიზის მხარდაჭერა (თუ საჭიროა)

ეს პაკეტი არ მოიცავს:

  • საცხოვრებელი

  • ადგილზე მხარდაჭერა

  • აქტივობები

  • ფრენები

  • დაზღვევა

  • კვება

  • ვიზა და მასთან დაკავშირებული ხარჯები

რეგისტრაციის პროცესი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს ან ეწვიეთ დეკანის ოფისს. ეს პროგრამა მხოლოდ სტაჟირებას არ წარმოადგენს — ეს არის ტრანსფორმაციული მოგზაურობა, რომელიც აძლევს მონაწილეებს უპირობო უნარებს, კულტურულ ცნობიერებასა და გლობალურ პერსპექტივას, აყენებს მათ მომავალი ლიდერების გზაზე გლობალიზებულ სამყაროში. შეუერთდით და დაიწყეთ ცხოვრების შემეცნებითი სტაჟირების თავგადასავალი, რომელიც შეცვლის თქვენს მომავალს და გაფართოვებს ჰორიზონტებს.