British University in GeorgiaBritish University in Georgia

Search

Search for pages, programmes, courses, news, and projects

კვლევის შესახებ

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში მტკიცედ უჭერს მხარს სამეცნიერო კვლევებს, რომლებიც ქმნის ინტელექტუალურ ცოდნას და ეხმიანება თანამედროვე საზოგადოებრივი გამოწვევებს.

კვლევის შესახებ

უნივერსიტეტის მთავარი მიზანია კვლევითი შედეგების ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

გლობალური და ეროვნული გამოწვევების გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა პრიორიტეტი მიანიჭა კვლევით საქმიანობას, რომელიც შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), კერძოდ:

  • მიზანი 1: სიღარიბის აღმოფხვრა

  • მიზანი 4: ხარისხიანი განათლება

  • მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

ამ მიმართულებების კვლევის გზით, უნივერსიტეტი ისწრაფვის ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებისა და მდგრადი სოციალური პროგრესის ხელშეწყობისკენ.

კვლევითი ინიციატივები და გავლენა

2023 წელს ბრიტანულმა უნივერსიტეტმა წარმატებით დაიწყო საერთაშორისო კვლევითი პროექტი „Poverty Stoplight” ორგანიზაცია Fundación Paraguaya-სთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერას სიღარიბის დაძლევაში მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებებისა და მორგებული ჩარევების გზით. პროექტის ფარგლებში:

  • აკადემიურმა პერსონალმა შეიმუშავა კვლევითი ინდიკატორები.

  • გამოავლინეს საპილოტე აუდიტორია.

  • 2023 წლის სექტემბერში, კახეთის რეგიონში ჩატარდა პირველი საპილოტე საველე კვლევა, რომელშიც სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

  • Fundación Paraguaya-სთან თანამშრომლობით მომზადდა კვლევითი ანალიზის ანგარიში.

  • გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა: "პრიორიტეტების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების ფორმირება", რაც სიღარიბის დაძლევის მიზანმიმართული სტრატეგიების შემუშავებას ემსახურებოდა.

პროექტის წარმატების საფუძველზე, 2024 წლის სექტემბერში უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „From Insight to Impact: Research, Resources, and Resilience in University-Led Development.” ღონისძიებაზე Fundación Paraguaya-მ და მისმა საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს Poverty Stoplight მეთოდოლოგიის წარმატებული მაგალითები. სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სიღარიბის დაძლევის სტრატეგიების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების როლს მდგრადი განვითარების მიღწევაში.

კვლევითი თანამშრომლობის გაფართოება

2024 წელს, ბრიტანულმა უნივერსიტეტმა საქართველოში დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს უნივერსიტეტის ძალისხმევას საზოგადოების კვლევაზე დაფუძნებული განვითარების მიმართ. თანამშრომლობის ფარგლებში:

  • უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს მეორე საველე კვლევა გორის მუნიციპალიტეტის სამ გაჭირვებულ სოფელში.

  • ჩატარებული კვლევის შედეგები გაანალიზდა და წარმოდგენილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოსთვის.

  • ამჟამად უნივერსიტეტი მუშაობს იმ ხეობის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც ეს სამი სოფელი მდებარეობს, რათა შეიქმნას გრძელვადიანი, მდგრადი გადაწყვეტილებები ეკონომიკური და სოციალური ზრდისთვის.

ბრიტანული უნივერსიტეტის გუნდმა დაიწყო მიკროფრენჩაიზის ინიციატივა, რომელშიც სამი ადგილობრივი ოჯახი მონაწილეობს. თითოეული ოჯახი აღიჭურვა პროდუქციის ნაკრებით - საკვები პროდუქტებით, ყავით და ჰიგიენური საშუალებებით - რაც მათ საშუალებას აძლევდა ხეობაში გაეყიდათ პროდუქცია და დივერსიფიცირებულიყო შემოსავლის წყაროები. კვლევითი ჯგუფი მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს ოჯახებთან, უზრუნველყოფს მათ მუდმივ მხარდაჭერას და ხელმძღვანელობას.

გარდა ამისა, უნივერსიტეტმა დაიწყო მუნიციპალიტეტის დახმარება ოფიციალური ვებსაიტის შექმნით. სამომავლო გეგმებში შედის სპეციალიზებული მომსახურების შეთავაზება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხეობაში საოჯახო სასტუმროების შექმნით. ამ მიზნით, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რომლებიც შექმნილია ამ ოჯახებისთვის მდგრადი და კონკურენტუნარიანი სტუმართმოყვარეობის ბიზნესის შექმნაში.

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას და ღიაა ახალი თანამშრომლობებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი პროგრესის მიღწევას.