Global Pathway Programme
ეს არის ინტენსიური აკადემიური პროგრამა, რომელიც ამზადებს საერთაშორისო სტუდენტებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში საბაკალავრო სწავლებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ინგლისურად მოსაუბრე არ არის ან ვისაც აკადემიური უნარების გაძლიერება სჭირდება ინგლისურენოვან გარემოში სწავლისთვის.
კურსის მიმოხილვა
ეს პროგრამა აძლევს სტუდენტებს ბიზნესის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და გლობალური კვლევების მიმართულებით აუცილებელ უნარებსა და ცოდნას, რაც მათი აკადემიური და პროფესიული წარმატებისთვისაა საჭირო. ძირითადი ბიზნეს კონცეფციების, კრიტიკული და ეთიკური აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და კულტურული განათლების აქცენტით, სტუდენტები გააძლიერებენ აკადემიურ და პრაქტიკულ უნარებს. პროგრამა ასევე ყურადღებას ამახვილებს კვლევის, გლობალური ცნობიერებისა და მეწარმეობრივი მიდგომის განვითარებას, რაც სტუდენტებს მრავალფეროვან და დინამიკურ გარემოში წარმატებისთვის ამზადებს.
აკადემიური პერსონალი
ბრიტანული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან, რომელთაც აქვთ როგორც დიდი სასწავლო გამოცდილება, ასევე სიღრმისეული ცოდნა თავიანთ სფეროებში. თითოეული კურსის ხელმძღვანელია პროფესიონალი, რომელიც სესიაზე რეალური სამყაროს გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს და აკავშირებს თეორიულ მასალას პრაქტიკულ მაგალითებთან. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე ბიზნესგარემოს ყველაზე აქტუალური და საჭირო ცოდნა
გლობალური სტაჟირების პროგრამა
ჩვენი გლობალური სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობებს ორგანიზაციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ლონდონში, პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, სტოქჰოლმში, ჰონგ-კონგში, ტოკიოში, სეულში, ბანგკოკსა და კრაკოვში.
პრე-აქსელერაციის პროგრამა
სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა პრე-აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: 1) პროგრამული ინჟინერიის უნარების განვითარებას და 2) სტარტაპის განვითარებას. პროგრამული ინჟინერიის კომპონენტი მოიცავს ოთხთვიან კოდირების კურსს. სტარტაპის განვითარების კომპონენტში გამოცდილი მეწარმეები მენტორობას უწევენ სტუდენტებს პროექტის განვითარებაში
რესურსები
პროგრამა ტარდება ბრიტანული უნივერსიტეტის კამპუსში, რომელიც აღჭურვილია აკადემიური წარმატებისთვის საჭირო ყველა რესურსით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მდიდარ ბიბლიოთეკას აუცილებელი სასწავლო მასალებით, როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატებში, კომპიუტერულ ლაბორატორიას უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზებს და ლექციის ოთახებს. გარდა ამისა, სწავლის პროცესის მხარდაჭერა ხდება ონლაინ პლატფორმების (მაგალითად, Zoom და Teams) და ჩვენი სასწავლო მართვის სისტემის (კანვასი) მეშვეობით.